Monday, October 26, 2015



        ვებრძოლოთ თამბაქოს ერთად


      როგორც ჩვენ ვიცით დღესდღეობით ზოგიერთი დიდი კომპანიები ებრძვიან თამბაქოს. ჩვენ გაგაცანით როგორ ებრძოდნენ ანიმაციებში და წიგნებში სიგარეტს. ახლა კი დროა გავიგოთ როგორ ებრძვიან თამბაქოს  ვირტუალურ სამყაროში. 


  2008 წელს ერთერთმა ფართოდ გავრცელებულმა  კომპანიამ UBISOFT-მა გამოუშვა ვიდეო თამაში  My Stop Smoking Coach: Allen Carr's EasyWay (ჩემი მოწევის მიტოვების მწვრთნელი: ალენ კარიის ადვილი გზები). ამ თამაშის ყიდვის შემდეგ ათასობით ადამიანმა მოწევას თავი.








  




Monday, October 19, 2015





ერთერთი მიზეზი თუ რატომ არ უნდა იყო                              მწეველი




 "ჩემი ბაბუა  მთელი მისი ცხოვრება ეწეოდა. მე ვიყავი 10 წლის, როდესაც დედამ განუცხადა მას, "თუ შენ ოდესმე გინდა ნახო თუ როგორ დაამთავრებენ შენი შვილიშვილები კოლეჯს , მაშინ შენ უნდა შეწვიტო მოწევა დაუყოვნებლივ.". ცრემლები შევამჩნიე  თვალებში, როცა მიხვდა თუ როგორი  საშიშროება ემუქრებოდა. მან მაშინვე თავი დაანება მოწევას. მაგრამ მაინც გვიანი იყო. სამი წლის შემდეგ ბაბუაჩემი ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა. ეს იყო ნამდვილად სამწუხარო ამბავი. დედამ მითხრა  "არასდროს არ მოწიო. გთხოვ არ დააყენო შენი ოჯახი, როგორშიც ბაბუაშენმა დააყენა". მე დავთანხმდი.   ამჟამად 28 წლის ვარ. არცერთხელ არ გავკარებულვარ თამბაქოს და არასდროს მინინანია ეს."
                                                                                                   -- ტობი დავიდოფი


                                                           

                                                              ნამდვილი ისტორია

როგორ ვებრძოლოდ თამბაქოს კრეტიულად

            
         როგორ ვებრძოლოდ თამბაქოს კრეატიულად


ანტი თამბაქოს პროპაგანდა კვლავაც მძვინვარებს უამრავ ქვეყანაში, თუმცა ამ მავნე ჩვევას ისე ჰყავს ბევრი თქვენგანი დამონებული, რომ მის ძალზედ უარყოფით ზემოქმედებაზე არც კი ფიქრობთ. ნოტაციებს არ მინდა მოვყვე, თუმცა ურიგო არ იქნებოდა ექსცენტრიული, ანტი თამბაქოს წევის პრინტები თქვენი თვალით "კიდევ ერთხელ" გეხილად, რომელთაც ანტი თამბაქოს კომპანიები რეგულარულად ამუშავებს და გვთავაზობს:


                           









Thursday, October 15, 2015

თამბაქო სიგარეტი ეშმაკის საკმეველი

 ჩვენ შავნაბადელები ვართ და ამით ვამაყობთ, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ბევრი წარმატება გვაქვს, ჩვენი კურსდამთავრებულები წარამტებით  აბარებენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ ახლა ამაზე  არ ვსაუბრობ, მინდა თემას დავუბრუნდე, უფრო სწორედ საკონკურსო თემას "პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე" და ამ საკითხზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი სკოლის არც ერთი მასწავლებელი (მოსწავლეზე არც ვსაუბრობთ) მწეველი არაა.
    ჩვენი რელიგიის მასწავლებელი ბატონი აკაკი მინდიაშვილის გაკვეთილი კი არა მხოლოდ ჩვენი და ჩვენი გიმნაზიელებისთვის, არამედ ყველა ქრისტიანისთვის სასარგებლო და საინტერესოა,   გთავაზობთ ბატონი აკაკის საუბარს სატელევიზიო გადაცემიდან, მოვუსმინოთ მის რჩევებს., ნაწილი მეორე

მოწევა კლავს

Wednesday, October 14, 2015

მე ნინო ვარ...



       მოგესალმებით, მე ნინო ვარ,  გიმნაზია შავნაბადას 8 კლასის მოსწავლე. ბლოგერთა სამყაროში ჩემი გაუბედავი ნაბიჯების მიუხედავად  გადავწყვიტე  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  გამოცხადებულ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, რადგან კარგად ვაცნობიერებ განათლებისკენ მუდმივი სწრაფვა მომიტანს წარმატებას პირადად მე, ხოლო   მე კი   ღირსეულად ჩავდგები ჩემი ქვეყნის მომავლის შენების საქმეში. ეს ბლოგი   პირველი ნამუშევარია და გთხოვთ ზედმეტად მკაცრად ნუ განმსჯით, რადგან უდიდესი სურვილი,  ჩემი ხმა მივაწვდინო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თამბაქოზე დამოკიდებულების გამო ანგრევენ საკუთარ მომავალს, გულწრფელია.

 შემოვიკრიბე ჩემი  კლასიდან თანამოაზრეები, გავაცანი მათ ჩემი სურვილი და დავიწყეთ მუშაობა.
  აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებელს, ლაურა ჯიმშელეიშვილს, დახმარებისთვის, რჩევებისთვის, წახალისებისთვის.
    მადლობა ბლოგის მკითხველებს. გთხოვთ გაიზიაროთ ბლოგზე აღნიშნული თემები და განვაზოგადოდ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ პლანეტის თამბაქოს კვამლისგან გაწმენდის საქმეში.