Wednesday, October 14, 2015

მე ნინო ვარ...



       მოგესალმებით, მე ნინო ვარ,  გიმნაზია შავნაბადას 8 კლასის მოსწავლე. ბლოგერთა სამყაროში ჩემი გაუბედავი ნაბიჯების მიუხედავად  გადავწყვიტე  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  გამოცხადებულ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, რადგან კარგად ვაცნობიერებ განათლებისკენ მუდმივი სწრაფვა მომიტანს წარმატებას პირადად მე, ხოლო   მე კი   ღირსეულად ჩავდგები ჩემი ქვეყნის მომავლის შენების საქმეში. ეს ბლოგი   პირველი ნამუშევარია და გთხოვთ ზედმეტად მკაცრად ნუ განმსჯით, რადგან უდიდესი სურვილი,  ჩემი ხმა მივაწვდინო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თამბაქოზე დამოკიდებულების გამო ანგრევენ საკუთარ მომავალს, გულწრფელია.

 შემოვიკრიბე ჩემი  კლასიდან თანამოაზრეები, გავაცანი მათ ჩემი სურვილი და დავიწყეთ მუშაობა.
  აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებელს, ლაურა ჯიმშელეიშვილს, დახმარებისთვის, რჩევებისთვის, წახალისებისთვის.
    მადლობა ბლოგის მკითხველებს. გთხოვთ გაიზიაროთ ბლოგზე აღნიშნული თემები და განვაზოგადოდ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ პლანეტის თამბაქოს კვამლისგან გაწმენდის საქმეში.

No comments:

Post a Comment