Thursday, October 15, 2015

თამბაქო სიგარეტი ეშმაკის საკმეველი

 ჩვენ შავნაბადელები ვართ და ამით ვამაყობთ, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ბევრი წარმატება გვაქვს, ჩვენი კურსდამთავრებულები წარამტებით  აბარებენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ ახლა ამაზე  არ ვსაუბრობ, მინდა თემას დავუბრუნდე, უფრო სწორედ საკონკურსო თემას "პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე" და ამ საკითხზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი სკოლის არც ერთი მასწავლებელი (მოსწავლეზე არც ვსაუბრობთ) მწეველი არაა.
    ჩვენი რელიგიის მასწავლებელი ბატონი აკაკი მინდიაშვილის გაკვეთილი კი არა მხოლოდ ჩვენი და ჩვენი გიმნაზიელებისთვის, არამედ ყველა ქრისტიანისთვის სასარგებლო და საინტერესოა,   გთავაზობთ ბატონი აკაკის საუბარს სატელევიზიო გადაცემიდან, მოვუსმინოთ მის რჩევებს., ნაწილი მეორე

მოწევა კლავს

Wednesday, October 14, 2015

მე ნინო ვარ...



       მოგესალმებით, მე ნინო ვარ,  გიმნაზია შავნაბადას 8 კლასის მოსწავლე. ბლოგერთა სამყაროში ჩემი გაუბედავი ნაბიჯების მიუხედავად  გადავწყვიტე  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  გამოცხადებულ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, რადგან კარგად ვაცნობიერებ განათლებისკენ მუდმივი სწრაფვა მომიტანს წარმატებას პირადად მე, ხოლო   მე კი   ღირსეულად ჩავდგები ჩემი ქვეყნის მომავლის შენების საქმეში. ეს ბლოგი   პირველი ნამუშევარია და გთხოვთ ზედმეტად მკაცრად ნუ განმსჯით, რადგან უდიდესი სურვილი,  ჩემი ხმა მივაწვდინო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თამბაქოზე დამოკიდებულების გამო ანგრევენ საკუთარ მომავალს, გულწრფელია.

 შემოვიკრიბე ჩემი  კლასიდან თანამოაზრეები, გავაცანი მათ ჩემი სურვილი და დავიწყეთ მუშაობა.
  აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებელს, ლაურა ჯიმშელეიშვილს, დახმარებისთვის, რჩევებისთვის, წახალისებისთვის.
    მადლობა ბლოგის მკითხველებს. გთხოვთ გაიზიაროთ ბლოგზე აღნიშნული თემები და განვაზოგადოდ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ პლანეტის თამბაქოს კვამლისგან გაწმენდის საქმეში.