ნიკოტინური დამოკიდებულება


ნიკოტინური დამოკიდებულება არის სწრაფვა თამბაქოს პროდუქტების მიმართ., რომელიც გამოწვეულია ძირითადი ფსიქოაქტიური ინგრედიენტის ნიკოტინის მოქმედებით.

თამბაქოს აღკვეთის მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს :
ა) აღკვეთის ზოგად მდგომარეობას
ბ) სახეზე უნდა იყოს რომელიმე ორი ნიშანი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან
  1. ლტოლვა თამბაქოს მიმართ (ან ნიკოტინის შემცველი სხვა პროდუქტის მიმართ)
  2. დისკომფორტი ან სისუსტე
  3. შფოთვა
  4. დისფორიული განწყობა
  5. გაღიზიანებადობა ან მოუსვენრობა
  6. ინსომნია
  7. გაზრდილი მადა
  8. ხველის გახშირება
  9. პირის დაწყლულება
  1. ყურადღების კონცენტრაციის გაძნელება

      თამბაქოს ხანგრძლივი გამოყენებისას ხშირად ვითარდება არასუსურველი შედეგები:
კარიესი - თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესს;
კბილების  გაყვითლება;   სტომატიტი;
სასუნთქი  გზების  დაავადებები - ქრონიკული ბრონქიტი.
ფილტვის კიბო - მისი ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია;
ავთვისებიანი  სიმსივნე -  შეიძლება  წარმოიქმნას  აგრეთვე  პირის ღრუში,  ხახაში, ხორხში,  საყლაპავ  მილში,  თირკმელში, შარდის ბუშტში;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
მაღალია  მიოკარდიუმის  ინფარქტის,  გულის კუნთის და ტვინის სისხლძარღვების დაავადებების განვითარების რისკი.
თამბაქოს  წევა  მავნეა  არა  მარტო  მწეველისათვის,  არამედ  იმათთვისაც,  ვინც მწეველებთან  ერთად  შენობაში  იმყოფება და თამბაქოს  კვამლით  მოწამლული  ჰაერით სუნთქავს. 
ადამიანს,  რომელიც  სუნთქავს თამბაქოს  ბოლით  დაბინძურებულ  ჰაერს, -  პასიური  მწეველი  ეწოდება.  მათი უმრავლესობაა ბავშვები და მოზარდები. მწეველები დიდ ზიანს  აყენებენ თავიანთი  ოჯახის  წევრებს,  მეგობრებს  და თანამშრომლებს.
პასიური მოწევა საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას.  გამოთვლილია,  რომ  წელიწადში  თითქმის 50 000  არამწეველი  იღუპება  პასიური წევისაგან გამოწვეული  შედეგების  გამო.  არამწეველთა  შორის პასიური მოწევა ყველაზე ძალიან მოქმედებს ბავშვებზე,  მოზარდებზე და  იმ  პირებზე, რომელთაც  აქვთ ასთმა, გულის თუ სხვა სერიოზული დაავადებები.
მწეველი მშობლების შვილები ფაქტობრივად არიან პასიური  მწეველები.  ასეთ  ბავშვებში  აღინიშნება  ინფექციური  დაავადებებისადმი  ნაკლები  წინააღმდეგობის უნარი, ისინი ხშირად ავადმყოფობენ, აცდენენ სკოლას და უფრო დიდხანს არიან საავადმყოფოებში, ვიდრე არამწეველთა შვილები.
თამბაქოს წევის ნაცვლად მიმართეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

No comments:

Post a Comment